დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ იქნება, არ ვიცი, ეს არის ჩემი რწმენა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვას, შესაძლოა თუ არა გამოძიება ყოფილი პრემიერ-მინისტრით, ირაკლი ღარიბაშვილით დაინტერესდეს.
ამასთან, აღნიშნულ შეკითხვას, კობახიძემ სპეკულაციური უწოდა.
„სპეკულაციური, არასწორი და არაჯანსაღი კითხვები დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება, არ ვიცი, ეს არის ჩემი რწმენა.
[ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაციაზე] კი, კი არაერთხელ მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მას შემდეგ, რაც მან დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. თუ არ ვცდები, ერთხელ თუ ორჯერ მქონდა კომუნიკაცია რაღაც თემებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, რატომ არ იყო ღარიბაშვილი დედაქალაქის მერის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე და რა სტატუსით მივიდა ამავე ღონისძიებაზე არჩილ თალაკვაძე.
„მან [ღარიბაშვილმა] თქვა, რომ პოლიტიკიდან გავიდა და რატომ უნდა მოსულიყო კალაძის წარდგენაზე?
[არჩილ თალაკვაძე] ის მოვიდა, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, როგორც არა პოლიტიკოსი.
ადამიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გავიდა პოლიტიკიდან და რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოსვლას ცალკე სპეკულაციას მოაყოლებდით და არ გვინდა ეს სპეკულაციები“, - განაცხადა კობახიძემ.