ირაკლი კობახიძე - ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება - დღეს გვყავს პარტიები, რომლებიც მუდმივად არიან მომართული დესტრუქციისკენ

ირაკლი კობახიძე - ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება - დღეს გვყავს პარტიები, რომლებიც მუდმივად არიან მომართული დესტრუქციისკენ

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 139

„რამდენიმე დღეში მომზადდება საბოლოოდ სარჩელი. ეს სარჩელი შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. თქვენ იცით, რომ დღეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არიან წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მუდმივად არიან მომართული დესტრუქციისკენ. დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი. ისინი ცდილობენ, საქართველოში არ შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება, ზუსტად ამის გამოხატულება არის ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში შევა“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ ვისზე გავრცელდება საკონსტიტუციო სარჩელი, კობახიძე პასუხობს, რომ სრულ სიას მაშინ ვიხილავთ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ოფიციალურად შევა.

კობახიძის თქმით, სარჩელი მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე არ გავრცელდება.

„სრულ სიას იხილავთ თქვენ იმ დღეს, როდესაც შევა ოფიციალურად სარჩელი. რაც შეეხება მიდგომას და პრინციპს - პრინციპი არის შემდეგი: ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მათზე აუცილებლად გავრცელდება ეს სარჩელი. რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს - ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი. დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. რა თქმა უნდა, ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე. სრულ სიას გაეცნობით. როდესაც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა და ეს მოხდება ძალიან მალე,“ - განაცხადა კობახიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე