ირაკლი კობახიძე „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს შეხვდა

ირაკლი კობახიძე „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს შეხვდა

25-03-2025 17:26
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის სატრანზიტო როლს და დაკავშირებადობის ფუნქციას.

„მთავრობის მეთაური „საქართველოს კაპიტალის“ აქციონერთა წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვაზე ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 441


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე