ირაკლი კობახიძე - საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს, ჩვენ ურყევად მივყვებით განვითარების გზას

ირაკლი კობახიძე - საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს, ჩვენ ურყევად მივყვებით განვითარების გზას

12-02-2025 17:32
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს. ქვეყანა იზრდება ეკონომიკურად და ბევრი სხვა მიმართულებითაც. ჩვენ ურყევად მივყვებით ქვეყნის განვითარების გზას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, PhoenixTV-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არსებითად, ქვეყანა მზად არის [ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე] მოლაპარაკებებისთვის.

„ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას. ასე რომ, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია თუ არა, კიდევ 4 წელი დაიცადოს ქვეყანამ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ევროკავშირზე.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის ჩვენს ინტერესებში. მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მიდგომას აირჩევს ევროკავშირი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტი ნახა: 247


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!