ირაკლი კობახიძე - შეიძლება, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე

ირაკლი კობახიძე - შეიძლება, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 24

მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, არის გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს "კარტელურ გარიგებებთან".

კობახიძის განცხადებით, სახელმწიფომ შესაძლოა იფიქროს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე.

„ფასნამატი, რაც წარმოიქმნება, საქართველოს საზღვრიდან დახლებამდე, არის ძალიან მაღალი. საშუალოდ, ეს ფასნამატი არის 86%. ეს ფასნამატი წარმოიქმნება სადისტრიბუციო კომპანიებში და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. ეს საკითხი შესწავლილი გვაქვს, ზოგადი შეფასება გაკეთებული გვაქვს, ახლა უკვე საჭიროა კონკრეტულ სამუშაო პროცესზე გადასვლა. მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას.

არ არის მარტივი საკითხი. საქმე ეხება კერძო სექტორს, ბიზნესს, რომელიც ამჟამად თავისუფლად წარმოქმნის ფასებს პროდუქტებზე. არის გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან და აქ შეიძლება ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე, ან შეიძლება თუნდაც საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, ხომ არ არის სადმე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც კი“, - განაცხადა კობახიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე