ირაკლი კობახიძე - ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროებითი მოვლენაა

ირაკლი კობახიძე - ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროებითი მოვლენაა

02-12-2024 19:19
კატეგორიები: ეკონომიკა პოლიტიკა

ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროებითი მოვლენაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი არევის მცდელობა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი იქნებოდა.

„რაც შეეხება ლარის კურსს, ყოველი ასეთი პროცესების დროს იყო ხოლმე მოკლევადიანი რყევები, რაც ნორმალურია, თუმცა ყოველ ჯერზე ლარი დაუბრუნდა თავის საწყის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება. დიდი აჟიტირებით საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ დღეებში ლართან დაკავშირებით, მაგრამ იგივე იყო ზუსტად წინა აქციების შემთხვევაში და იმის წინა აქციების შემთხვევაში. რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი არევის მცდელობა, ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი. ჩვენ გვაქვს ევროპაში ეკონომიკის ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნებოდა, რომ არა უცხოეთიდან ქვეყნის არევის გამუდმებული მცდელობები და რადიკალური ოპოზიციის ქმედებები. რაც შეეხება ლარის კურსს, ეს არის დროებითი მოვლენა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება, რაც ძალიან მალე მოხდება, მაშინვე დაეტყობა ლარის კურსს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტი ნახა: 168


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!