ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

28-05-2025 20:49
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 235

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის წარმატებულ თანამშრომლობას.

„პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე