ირაკლი ნადარეიშვილი - ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით ფრენების დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ტურიზმის ხელშეწყობის, ისე იტალიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით

ირაკლი ნადარეიშვილი - ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით ფრენების დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ტურიზმის ხელშეწყობის, ისე იტალიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით

14-08-2025 21:48
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 564

ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით ფრენების დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ტურიზმის ხელშეწყობის, ისე იტალიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის როგორც საავიაციო, ისე ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას პირდაპირი დაკავშირებადობა წარმოადგენს.

„აქ საუბარია როგორც საქართველოს ბაზარზე უკვე არსებულ კომპანიებთან მოლაპარაკებებზე, რომ გაიზარდოს მათი ფრენის არეალი, პირდაპირი დაკავშირებადობა სხვადასხვა ქალაქთან, სიხშირეები, ასევე ქვეყანაში ახალი კომპანიების შემოყვანაზე. ამ ეტაპზე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება კომპანია Wizz Air-თან, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ლიდერი ავიაკომპანიაა ჩვენს საავიაციო ბაზარზე“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე