ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო შესაძლოა, არ გადაიხადოს

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო შესაძლოა, არ გადაიხადოს

08-04-2025 13:19
კატეგორიები: სამართალი

თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის [ბიძინა ივანიშვილი] ამას ვეღარ გაიგებს ვეღარასდროს, მაგ ასაკში ადამიანები აღარ იცვლებიან, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისთვის სასამართლოს მიერ შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო შესაძლოა, არ გადაიხადოს.

„შეიძლება ასეც მოვიქცე და არ გადავიხადო.... ძველი, ცუდი დრო რომ იყო, წინა ხელისუფლების, ბნელი და უკუნი რომ იყო, მაშინ ივანიშვილმა შემოგვითვალა, ბადრი პატარკაციშვილს ფული წაართვით, ეგეთი ადამიანები ყველაზე მტკივნეულად ამაზე რეაგირებენო, ეგეთში ალბათ, მდიდარ ადამიანებს გულისხმობდა. ზუსტად, ამ ფილოსოფიით ცხოვრობს დღესაც, თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის ამას ვეღარ გაიგებს ვეღარასდროს, მაგ ასაკში ადამიანები აღარ იცვლებიან",- განაცხადა ოქრუაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ მივიდა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობს, რომ არანაირი კომისია არ არსებობს.

„ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია, გამოვედი, გითხარით. არანაირი საგამოძიებო კომისია არ არსებობს, საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, თუ რამის გამოძიება უნდოდათ, 15-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ყველა საქმეზე გასულია, აქამდე გამოეძიათ. ბუტა რობაქიძის საქმეზე თხრობითი გაკვეთილები აქვთ თუ გამეორება ცოდნის დედაა, არ ვიცი, სასამართლოში იხილება ეს საქმე 6 წელია, 6 წელია, ამ საქმეზე დავდივარ აქ, როცა დამთავრდება, მაშინ დამთავრდება“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

პოსტი ნახა: 481


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე