ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წევრი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მოხალისეობრივი სამხედრო დაჯგუფების „ბასიჯის“ წევრი ქალაქ კუჰდაშტში დაიღუპა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 20

Reuters-ი წერს, რომ დაჯგუფება „ბასიჯს“ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დემონსტრაციების ჩასახშობად ხშირად იყენებს.

შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს.

პროტესტი კვირას დაიწყო მას შემდეგ, რაც თეირანის დიდ ბაზარზე მაღაზიების მეპატრონეები გაიფიცნენ, როდესაც ირანული რიალი აშშ დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. მოგვიანებით, დემონსტრაციები სხვა ქალაქებშიც გაგრძელდა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სახელმწიფო მედიის ცნობით, საპროტესტო აქციებზე სტუდენტები დააკავეს.

ირანის მთავრობის წარმომადგენელმა, ფატიმე მოჰაჯერანიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება პროფკავშირებისა და ვაჭრების წარმომადგენლებთან პირდაპირ დიალოგს გამართავს.

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
2026 წლის 1-ელი იანვრიდან ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევა იკრძალება და აკრძალვასთან ერთად ფინანსური ჯარიმები წესდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი იანვრიდან აკრძალულია პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასურსათო კონტეინერების, ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე