ირანთან საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს ატომური იარაღის გავრცელებისგან დაცვას, ოფიციალურად დასრულდა - თეირანმა შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა

ირანთან საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს ატომური იარაღის გავრცელებისგან დაცვას, ოფიციალურად დასრულდა - თეირანმა შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა

19-10-2025 13:42
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 618

ირანთან 10 წლის წინ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს ატომური იარაღის გავრცელებისგან დაცვას, ოფიციალურად დასრულდა - თეირანმა შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანა აღარ არის შეზღუდული შეთანხმებით - ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმით (JCPOA), რომლის ფარგლებშიც თეირანს, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, საერთაშორისო სანქციები მოეხსნა.

„ამიერიდან ყველა დებულება, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვები და მასთან დაკავშირებული მექანიზმები, შეწყვეტილად ითვლება“, - ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თუმცა, უწყებაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანა „მტკიცედ გამოხატავს დიპლომატიისადმი ერთგულებას“.

The Guardian-ი წერს, რომ ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, რომელსაც 2015 წელს ვენაში ხელი მოაწერეს ირანმა, ჩინეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და აშშ-მა მრავალწლიანი დიპლომატიური ჩიხი უნდა დაესრულებინა და ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში ახალი ეპოქა დაეწყო.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე