,,ისევ მოძმემ გაგიმეტა, ეს როგორ შეიძლებოდა'' -  მკვლელობა, რომელმაც ემიგრანტის სიცოცხლე იმსხვერპლა

,,ისევ მოძმემ გაგიმეტა, ეს როგორ შეიძლებოდა'' - მკვლელობა, რომელმაც ემიგრანტის სიცოცხლე იმსხვერპლა

02-05-2025 18:26
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1456

ამერიკის შეერთებული შტატების, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით,   ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული 3 ქართველი დააკავეს. 

გავრცელებული ინფორმაციით,  მოდებაძის სახლში გამოძახებაზე შაბათს მივიდა პოლიცია, რომელსაც მამაკაცი თავის არეში მიღებული ტრავმით გარდაცვლილი გახდა.

 პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მკვლელობაში ეჭვმიტანილები არიან 38 წლის პაატა კოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკი ხუციშვილი. ისინი შაბათს, გვიან ღამით დააკავეს.

ციხის ჩანაწერების თანახმად, ისინი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და 2 მილიონი დოლარის გირაო შეუფარდეს. 

„ძალიან ბევრი შემიძლია შენზე ვილაპარაკო, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ერთ წუთში გაირბინა, ეს ამბავი რომ გავიგე. ძალიან გვიყვარხარ და ყოველთვის გვემახსოვრები, იქ შენი მაგარი მშობლები და ბიჭები გელოდებიან. მადლობა ყველაფრისთვის“, „R.I.P.

„ჩუნჩო“... როგორ მტკივა გული, როგორ არ დაახალე ტყვია შუბლში, როგორ ენდე? როგორ? რატომ?“,

„როგორ მატკინე გული ალეკო. როგორ შეიძლებოდა ვინმეს გაემეტებინე შენ. ყველას ტკივილი გტკიოდა და გულთან მიგქონდა. ყველას გვერდში ედექი და ხელგაშლილი ეხმარებოდი ქართველებს, მაგრამ ისევ მოძმემ გაგიმეტა... ეს როგორ შეიძლებოდა... ალეკო, მე სანამ ცოცხალი ვიქნები, არასოდეს დამავიწყდება შენი ადამიანობა, შენი სიტყვები ახლაც ჩამესმის ყურში. როგორ მიხაროდა, ასეთი რეალური და ზღვა სიკეთით სავსე ადამიანი რომ გაგიცანი. შენ ნამდვილი კაცური კაცი იყავი და ასეთი კაცური სახელით იცოცხლებ ყველას გულში“, - წერენ მოკლულის ახლობლები .



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე