ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია - ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი და დაშავდა 592

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია - ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი და დაშავდა 592

16-06-2025 14:07
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 406

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით, საერთო ჯამში, 370 ბალისტიკური რაკეტა და ასობით დრონი ისროლა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ორშაბათს დილის მონაცემებით, ისრაელში, საერთო ჯამში, 24 ადამიანი დაიღუპა და 592 დაშავდა, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.

ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე