ისრაელის პრეზიდენტი ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებზე - ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა

ისრაელის პრეზიდენტი ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებზე - ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 133

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისტორიული და მამაცური გადაწყვეტილებაა.

BBC-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, განადგურდა თუ არა ირანის ბირთვული შესაძლებლობები, ისააკ ჰერცოგმა უპასუხა, რომ დეტალები არ იცის, „თუმცა ჩემთვის საკმაოდ ნათელია, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა“.

ამასთან, კითხვაზე პირდაპირ სთხოვა თუ არა ისრაელმა ტრამპს ირანზე თავდასხმა, ჰერცოგი უპასუხა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ამერიკელებისთვის მიგვენდო“.

მისი მტკიცებით, არ იცოდა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას აპირებდა.

„გავიღვიძე, როდესაც ეს მოხდა“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე