ისრაელის ქალაქ ბეით-შემეშში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რაკეტა ქალაქის საცხოვრებელ უბანში დაეცა.
მედიკოსების თქმით, საავადმყოფოებში 23 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია, სამი საშუალო სიმძიმის, ხოლო 18 მსუბუქად არის დაშავებული.
დარტყმის გარემოებებს, მათ შორის თავშესაფართან დაკავშირებულ საკითხს, შიდა ფრონტის სარდლობა გამოიძიებს.