ისრაელის საჰაერო ძალებმა დასავლეთ ირანში სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გაანადგურეს ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები, რომლებიც ირანმა ისრაელზე დღეს დილით თავდასხმის დროს გამოიყენა.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტის რამდენიმე გამშვები მოწყობილობა დაბომბეს, რომლებიც ისრაელის ტერიტორიისკენ რაკეტების გასაშვებად მზადყოფნაში იყვნენ და ირანელი ჯარისკაცები გაანადგურეს.