ისრაელის სამხედრო შტაბის უფროსი - ისრაელს კვლავ აქვს სამიზნეები ირანში - მზად ვართ გავაგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა

ისრაელის სამხედრო შტაბის უფროსი - ისრაელს კვლავ აქვს სამიზნეები ირანში - მზად ვართ გავაგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 193

ისრაელს კვლავ აქვს „ სამიზნეები“ ირანში და მზადაა გააგრძელოს თავდასხმები ქვეყანაზე „იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, -ამის შესახებ ისრაელის სამხედრო შტაბის უფროსმა განაცხადა.

„ჩვენ კვლავ გვაქვს დარტყმის სამიზნეები და შესასრულებელი ამოცანები“, - განაცხადა ეიალ ზამირმა სიტუაციური შეფასებისას, ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთან აღინიშნება, რომ ისრაელი გააგრძელებს დარტყმების ტემპის გაზრდას ოპერაციული გეგმის შესაბამისად და "მზად ვართ გავაგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“.

ზამირმა შეაქო შეერთებული შტატების დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე,რომელიც კვირას დილით განხორციელდა და განაცხადა, რომ ის „შესაძლებელი გახდა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მამაცი ლიდერობის წყალობით“.

მისი თქმით, დარტყმები წარმოადგენს „გარდამტეხ მომენტს“ ისრაელის კამპანიაში, რომელიც გასულ კვირას დაიწყო.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავისი მონდომება და შესაძლებლობები აჩვენა - ყველა, ვინც ჩვენს გამოწვევას შეეცდება, მძიმე ფასს გადაიხდის. ჩვენ არ დავთმობთ ისრაელის სახელმწიფოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას“, - დასძინა ზამირმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე