ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში მიწისქვეშა რაკეტების საწარმოსა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო აკადემიას დაარტყეს.
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, თეირანსა და ცენტრალურ ირანში დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
მათივე ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების 80-ზე მეტმა ავიაგამანადგურებელმა 230 ბომბი ჩამოაგდო.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ომი ახალ ფაზაში შედის და ირანის იარაღის საწარმოო ობიექტებზე დარტყმები ძლიერდება.