ISSA  - საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 33.0% თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 57.1% თვლის, რომ არასწორი მიმართულებით

ISSA - საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 33.0% თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 57.1% თვლის, რომ არასწორი მიმართულებით

15-06-2025 17:39
კატეგორიები: საზოგადოება პოლიტიკა
პოსტი ნახა: 481

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მაცხოვრებელი ქვეყნის არასწორი მიმართულების განვითარებაზე მიუთითებს.

კითხვაზე: თქვენი აზრით, ზოგადად, საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით, თუ თვლით, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით?

საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 33.0%-ი თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 57.1% თვლის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 6.6% თვლის, რომ არცერთი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 3.3%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.

თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 19.8%-ი თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 74.0%-ი თვლის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 2.5%-ი თვლის, რომ არცერთი მიმართულებით ვითარდება. თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 3.7%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.

„რეგიონების მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 38.5%-ი თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. რეგიონების მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 50.0%-ი თვლის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. რეგიონების მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 8.4%-ი თვლის, რომ არცერთი (არ წაუკითხოთ) მიმართულებით ვითარდება. რეგიონების მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 3.1%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე“, - ნათქვამია კვლევაში.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე