იტალიაში 43 წლის ქართველი მამაკაცი მაღაზიიდან მოპარული ქურთუკისა და შარვლის გატანის მცდელობისას დააკავეს

იტალიაში 43 წლის ქართველი მამაკაცი მაღაზიიდან მოპარული ქურთუკისა და შარვლის გატანის მცდელობისას დააკავეს

21-05-2025 16:54
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 1161

იტალიაში, ბოლცანოში მაღაზიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ის მაღაზიიდან მოპარული ნივთების გატანას ცდილობდა.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ მან ქურთუკსა და შარვალში სხვადასხვა ნივთები ჩაილაგა და ადგილის დატოვება სცადა, თუმცა დაცვამ ამის საშუალება არ მისცა.

დაკავებულმა პოლიციის მოსვლამდე მაღაზიის დაცვის თანამშრომლების მიმართ წიწაკის სპრეი გამოიყენა და გაქცევა სცადა, მაგრამ ის მაინც დააკავეს.

ბრალდებულს იტალიაში ლეგალურად ცხოვრების უფლება ჰქონდა. მისი გათავისუფლების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გააძევებენ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე