იუსტიციის მინისტრი კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარს მოუწოდებს, „დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს“

იუსტიციის მინისტრი კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარს მოუწოდებს, „დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს“

01-11-2023 13:29
კატეგორიები: საინტერესო ამბები

გიდასტურებთ, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან-მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

„დღეს, ადგილი ჰქონდა სამწუხარო შემთხვევას. გიდასტურებთ, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს“,-აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, თუ ვინმე პატიმრებს მიმალვაში შეუწყობს ხელს, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი.

„ასევე მოვუწოდებ მათი ოჯახის წევრებს, იმ პირებსაც, რომელთაც შესაძლოა, ჰქონდეთ მათთან კავშირი, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა მძიმე დანაშაულია ამ ადამიანებისთვის. თუ ვინმე შეუწყობს ხელს ამ ადამიანებს მიმალვაში, რა თქმა უნდა, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი“,-აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელია გატაცებული.

ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.

პოსტი ნახა: 262


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!