საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზრდება

საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზრდება

01-11-2023 12:42
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში ხელფასები გაიზრდება.

2024 2025 წლებში საჯარო სექტორში ხელფასების ოდენობა საშუალოწლიურად 10%-ით გაიზრდება, რათა მიღწეული იქნას 80%-90%-იანი დიაპაზონი კერძო სექტორში არსებულ ანაზღაურებასთან მიმართებით.

„2026 წლის 1 იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო იმ პროცენტული მაჩვენებლით უნდა განისაზღვროს, რა პროცენტითაც ბოლო ოთხ კვარტალში გაიზრდება არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი. ასევე, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო ისე უნდა განისაზღვროს, რომ საჯარო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული ხელფასის 80%-ზე ნაკლები ან 90%-ზე მეტი, ანუ ის დიაპაზონი განისაზღვრა, რაშიც უნდა იყოს საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე კერძო სექტორთან მიმართებაში.

გარკვეულწილად დღევანდელი მოცემულობით გვაქვს სიტუაცია, რომ საჯარო სექტორში ხელფასები საშუალო დონე კერძოსთან მიმართებით 74%-ს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში პოვებს ასახვას.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1%-ით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446 ლარი და 50 თეთრი შეადგინა.

2020 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1024 ლარია, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 1284 ლარი.

პოსტი ნახა: 498


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!