პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

23-08-2023 14:06
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოს პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 22 აგვისტოს, სოფელ ქვემო ხანდაკში, ბრალდებულმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-109-ე მუხლის „თ“ და ,,კ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე, ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

პოსტი ნახა: 371


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!