გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ახალგაზრდებს საპროტესტო კორდონი აქვთ გაკეთებული - პოლიცია მათი ადგილიდან გაყვანას ცდილობს

გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ახალგაზრდებს საპროტესტო კორდონი აქვთ გაკეთებული - პოლიცია მათი ადგილიდან გაყვანას ცდილობს

16-11-2024 10:38

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ახალგაზრდები მივიდნენ.

ადგილზე სამართალდამცავების მობილიზებაა, რომლებსაც კალანდარიშვილის სახლამდე მისასვლელ ქუჩაზე ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.

ამასთან, სამართალდამცავების კორდონის მიღმა იმყოფებიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

ამ დროისთვის, პოლიცია ცდილობს ადგილიდან გაიყვანოს ის ახალგაზრდები, რომლებიც კალანდარიშვილის სახლთან არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მივიდნენ.

ადგილი ჰქონდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას.

პოსტი ნახა: 854


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე