რას გულისხმობს საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესში ცვლილება - ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრა გაიმართა

რას გულისხმობს საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესში ცვლილება - ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრა გაიმართა

25-08-2023 06:08
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრა გაიმართა. როგორც უკვე ცნობილია, საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესი იცვლება. ამ დრომდე დანაზოგის დიდი ნაწილი ბანკების დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში იყო განაწილებული.

ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ექვსი სექტემბრიდან მოქალაქეების კუთვნილი თანხები მათი სურვილის შემთხვევაში, სამი სახის პორტფელში განაწილდება.

ის დასაქმებულები, რომლებიც თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ასაკის შესაბამისად, ავტომატურად განაწილდებიან, საპენსიო სქემაში ჩართულ დასაქმებულებს, საინვესტიციო კატეგორიების შეცვლის უფლება წელიწადში ერთხელ ექნებათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ ადამიანებს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ დროს შეეძლებათ. 

"მიზანი არის მოსახლეობის აქტივების და შემოსავლის მაქსიმალური ამონაგების უზრუნველყოფა. ნებისმიერ დროს ადამიანს შეეძლება მიიღოს საინვესტიციო გადაწყვეტილება, ასაკს არ ექნება მნიშვნელობა. ადამიანებს, ასევე შეეძლებათ მათივე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს," - აცხადებს გაგუა. 

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე აცხადებს, რომ ინვესტიციები იქნება დაცული და მონაწილეების ინვესტიცია მოხდება გლობალურ მსხვილ აქციებში. 

"ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, მონაწილე, რომელიც იყო ბოლო 5 წელი იყო ინვესტირებული სტაბილურ პორტფელში, მას მიეცა არჩევნის საშუალება. მაღალრისკიანი პორტფელი არის ის, რომ მონაწილეების ინვესტიცია არ მოხდება რისკიან საქმეებში, მონაწილეების ინვესტიცია მოხდება გლობალურ აქციებში და ქართველი საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიცაა, ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი, ლუი ვიტონი და ა.შ ის, რომ რამე დაიკარგება ეს არის მცდარი ინფორმაცია," - აცხადებს გოგა მელიქიძე. 

პოსტი ნახა: 529


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!