ონის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამუშაოების ლოკაციების გაფართოების თაობაზე შესაბამისი სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას.
„კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში. როგორც მოგეხსენებათ, ლოკაციები არის როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია, ხოლო ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები. ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძებნა ხორციელდება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ასე შემდეგ, ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. მოქალაქეების საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი შანსიც კი იქნება“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.
ამასთან, სერგო ხიდეშელის განცხადებით, მუნიციპალურ დონეზე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, თუმცა სამძებრო სამუშაოებს რომ ხელი არ შეეშალოს, კომისია ჯერ ვერ მუშაობ.