უბედური შემთხვევა მოხდა რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში. მშენებლობაზე დასაქმებული 1 მუშა გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა.
გარდაცვლილი მუშა ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი ქართველია და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.