იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ლანა მორგოშია იკავებდა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.
„ლანა მორგოშია პროფესიით იურისტია; აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება”, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.