იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

13-01-2025 18:49
კატეგორიები: პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია.

„მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ირაკლი ბერაიას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში”, - აღინიშნება ინფორმაციაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

პოსტი ნახა: 136


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!