ივანე ჩხაიძე - შემთხვევებს შორის 70% გრიპის ვირუსია, საიდანაც წამყვანია ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი - ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი უკვე იყო, კლინიკებს ყველაზე მაღალი რიცხვისთვის ჯერ არ მიუღწევიათ

06-01-2026 13:51
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 70

ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70 %-ში წამყვანია H3N2, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი. ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი იყო, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „მიმართვიანობის კუთხით, ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებს ყველაზე მაღალი ციფრისთვის ჯერ არ მიუღწევია“.

„ქვეყანაში გრძელდება გრიპის ვირუსის დომინაცია, ასევე გრძელდება გრიპის ვირუსის შედარებით ახალი ფორმის H3N2 ტიპის ვირუსის უპირატესობა. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70%-ში წამყვანია H3N2 ტიპის ვირუსი, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი.

ადრეა ჯერ იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი იყო. თუ გასულ წელს შევადარებთ, არის თუ არა ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მეტი, ვიდრეს გასულ წელს, ჯერ არა, გასულ წელს, თებერვლის თვეში, ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლა არის. ჯერ, ქვეყანაში გრძელდება გრიპით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად არის H3N2 ტიპის ვირუსი. ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებს ყველაზე მაღალი ციფრისთვის ჯერ არ მიუღწევია, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით, მაჩვენებელი ცოტა მეტია“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

Reuters - ძლიერი თოვის გამო პარიზსა და ამსტერდამში საჰაერო, სარკინიგზო და საგზაო მიმოვლა შეფერხდა.  საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ასობით ფრენა გადაიდო. ასევე, ამსტერდამში მატარებლების მოძრობა, ხოლო პარიზში ავტობუსებით მიმოსვლა დროებით შეჩერდა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს ომისშემდგომ უკრაინაში ამერიკული ჯარების ადგილზე განლაგების შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობა, - ინფორმაციას Bloomberg-ი  ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე