ირაკლი კობახიძე - ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა გახარიას მხრიდან - როცა ადამიანი გეუბნება მარტივ ჭეშმარიტებას: „შენ ხარ ნაცი“, „შენ ხარ ჯაშუში“, როდესაც მართლა „ნაცი“ ხარ და ჯაშუში, გეკისრება თმენის ვალდებულება

ირაკლი კობახიძე - ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა გახარიას მხრიდან - როცა ადამიანი გეუბნება მარტივ ჭეშმარიტებას: „შენ ხარ ნაცი“, „შენ ხარ ჯაშუში“, როდესაც მართლა „ნაცი“ ხარ და ჯაშუში, გეკისრება თმენის ვალდებულება

23-01-2025 16:05
კატეგორიები: პოლიტიკა

ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა გახარიას მხრიდან - შემიძლია გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვთქვა ერთი რამ: როდესაც შენთან მოდის ადამიანი და გეუბნება მარტივ ჭეშმარიტებას: „შენ ხარ ნაცი“, „შენ ხარ ჯაშუში“, როდესაც მართლა „ნაცი“ ხარ და ჯაშუში, გეკისრება თმენის ვალდებულება, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავიდან იყო სიტყვიერი შელაპარაკება, რასაც ძალადობრივი აქტი მოჰყვა გიორგი გახარიას მხრიდან.

„თქვენ ნახეთ, როგორ წარიმართა ინციდენტი. იყო სიტყვიერი შელაპარაკება, რასაც ძალადობრივი აქტი მოჰყვა გახარიას მხრიდან, ჭიქა ესროლა და ყავა შეასხა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, პარლამენტის წევრს. ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა გახარიას მხრიდან. ამას მოჰყვა გაგრძელება. ყველა დეტალი უნდა იყოს შესწავლილი. შემიძლია გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვთქვა ერთი რამ: როდესაც ხარ „ნაცი“ თმენის ვალდებულება გეკისრება. როდესაც შენთან მოდის ადამიანი და გეუბნება მარტივ ჭეშმარიტებას, „შენ ხარ ნაცი“, „შენ ხარ ჯაშუში“, როდესაც მართლა „ნაცი“ ხარ და ჯაშუში, გეკისრება თმენის ვალდებულება. ეს არის მარტივი რამ რაც შემიძლია ვუთხრა როგორც გახარიას, ისე სხვა „ნაცებს“,- აღნიშნა კობახიძემ.

პოსტი ნახა: 264


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!