ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა

13-02-2025 17:11
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 921

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. მხარეებმა, ფსიქიატრიული მიმართულებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. მინისტრმა, სახალხო დამცველს, საკითხით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება სამინისტროს გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს, ამ პროცესში კი სექტორთაშორისი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, სახალხო დამცველმა, სამინისტროს, აღნიშნული მიმართულებით რეკომენდაციები გაუზიარა და აღნიშნა, რომ მათ შესასრულებლად უწყება აქტიურად მუშაობს.

შეხვედრას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, ასევე, სახალხო დამცველის მოადგილეები და აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე