ჯეი დი ვენსი - უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება

ჯეი დი ვენსი - უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება

02-05-2025 11:28
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება. „ეს არსად არ მიდის, ეს მალე არ დასრულდება“, - ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი რუსებსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული.

„ახლა, როდესაც თითოეულმა მხარემ იცის, რა პირობები აქვს მეორე მხარეს მშვიდობისთვის, ეს რუსებსა და უკრაინელებზე იქნება დამოკიდებული. მათზე იქნება დამოკიდებული, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას და შეაჩერებენ თუ არა ამ სასტიკ, სასტიკ კონფლიქტს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

პოსტი ნახა: 35


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე