„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

12-11-2025 18:41
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 545

13 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე, ვაკის რაიონის აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყლის მიწოდების შეზღუდვა წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს უკავშირდება.

„13 ნოემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს, ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 13 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ფალიაშვილის ქუჩა N1-N33, N2-N36, ჭავჭავაძის გამზირის N22-N34, აბაშიძის ქუჩაN1-N21, N2-N22, კეკელიძის ქუჩა N2, N4. ბარნოვის ქუჩა N77-N83, N84-N94, ბაზალეთის, ერისთავის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, შროშის, ქუთათელაძის, მცხეთის და ქობულეთის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე