“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, დღეს, 21 მარტს, ბახტრიონის ქუჩის N14-თან მდებარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურს ელექტრო ენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.
მათი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით 21 მარტის 12:30 საათიდან - 15:00 საათამდე წყალმომარაგება მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, ვაკისა და ჩუღურეთის აბონენტებს შეეზღუდებათ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდებათ:
მთაწმინდის რაიონში: პოლიკარპე კაკაბაძის, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ანჯაფარიძის, თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ხორავას, შანიძეს, ბელინსკის, ახვლედიანის, კობახიძის, გრიბოედოვის, რუსთაველის, თავისუფლების მოედანს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ბესიკის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, ჭონქაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, ქიქოძის, მაჩაბლის, ტაბიძის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, წავკისის, ოქროყანის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებს.
კრწანისის რაიონში: პუშკინის, აბესაძის, საიათნოვას, იერუსალიმის, პურის მოედანი, ბააზოვის, ასათიანის, გომის, ჯვარედინის შესახვევი, ჯიბლაძის, თუმანიანი, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩებს, ღვინის აღმართს
საბურთალოს რაიონში: დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ენგურის, იყალთოს, ბაკურიანის, ჩიქოვანის, ნატახტრის, მგალობლიშვილის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანი, ზემო ვეძისის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ტანძიის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, შევარდენიძის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაკის რაიონში: ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ჯანაშვილის,მცხეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“- ნათქვამია ინფორმაციაში.