„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

17-07-2025 20:01
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 789

18 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, მგალობლიშვილის და ისაკაძის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 18 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 19 ივლისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - კანდელაკის, ბუდაპეშტი ქუჩა N1-11, N2-22, ფანჯიკიძის, ამბროლაურის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ისაკაძის, ონიაშვილის, ლვოვის, ზოვრეთის, ოდესის, ვაზისუბნის, მირზა გელოვანის, ზემო ვეძისის, მეგრელაძის, ჰეიდარ აბაშიძის, იმედაშვილის, გამრეკელის, ვაჟა-ფშაველას გამზირის N1-23, პეკინის გამზირის N33-43, N40-46, ტაშკენტის ქუჩა N21-89, N16-82, შარტავას ქუჩა N35-75, N52-72, ონიაშვილის ქუჩა N4-36, N3-39, ლვოვის ქუჩა N2-38, N3-39, ზოვრეთის ქუჩა N4-42, N3-37, ოდესის ქუჩა N4-32, N3-37, გაგარინის ქუჩა N1-27, N2-16, ოჩამჩირის, დარასელიას, ქანთარიას, სოკრატ არშბას და აკაკი გახოკიძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge", - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე