კაია კალასი 29 ივნისს, სომხეთს ეწვევა

კაია კალასი 29 ივნისს, სომხეთს ეწვევა

29-06-2025 02:30
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 397

29 და 30 ივნისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სომხეთს ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთში ევროკავშირის საელჩო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 29 ივნისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, შემდეგ კი ქალაქ ეღეგნაძორში სომხეთში ევროკავშირის მისიის შტაბ-ბინას ეწვევა.

მომდევნო დღეს, 30 ივნისს, კალასი ჯერ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, არარატ მირზოიანს, რასაც ერთობლივი პრესკონფერენცია მოჰყვება.

ამის შემდეგ კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრას.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე