კაია კალასი - რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნება ნამდვილად არ უნდა მოხდეს

კაია კალასი - რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნება ნამდვილად არ უნდა მოხდეს

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო RSS
პოსტი ნახა: 143

სამშვიდობო გეგმამ რუსეთისთვის ხელახალი შეჭრა შეუძლებელი უნდა გახადოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა BBC Radio 4-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ გვინდა, რომ ეს სამუდამოდ დასრულდეს, რუსეთის მხრიდან დათმობებზე წასვლა ნამდვილად გვჭირდება“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ეს მიდგომა რუსეთს საერთაშორისო შეთანხმებების პატივისცემისა და სამხედრო ძალების შემცირებისკენ მოუწოდებს.

„არ შეიძლება უბრალოდ გქონდეთ სიტუაცია, როდესაც სხვა ქვეყანაში შეიჭრები და პასუხისმგებლობა არ გეკისრება“, - აღნიშნა კალასმა.

ამასთან, რუსეთის „დიდ რვიანში“ ხელახლა გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ნამდვილად არ უნდა მოხდეს.

„ეს ნამდვილად არ უნდა მოხდეს. ჩვეულ რეჟიმში ვეღარ დავბრუნდებით. როგორ წარმოგიდგენიათ ეს?“ - განაცხადა კალასმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე