კაია კალასი - ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, საშუალებას მოგვცემს, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ

კაია კალასი - ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, საშუალებას მოგვცემს, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 186

მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გაუარესებას განაგრძობს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ასევე, კალასის თქმით, ევროპელი ელჩების მიმართ თავდასხმები მიუღებელია.

„მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გაუარესებას განაგრძობს. ევროპელი ელჩების მიმართ პირადი თავდასხმები მიუღებელია და ამას დიპლომატიაში ადგილი არ აქვს.

კომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს. ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, - განაცხადა კალასმა.

კაია კალასის ცნობით, დღეს შავი ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მინისტრებს შეხვდება.

„რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმები ყველას გვეხება. შავ ზღვაში უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით კოლექტიური ძალისხმევის გამოჩენა გვჭირდება“, - აღნიშნა კალასმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე