კაია კალასი - ვცდილობთ, დავაწესოთ სანქციები მათ მიმართ, რომლებიც იყენებენ ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოში, ამ დროისთვის არ გვაქვს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა

კაია კალასი - ვცდილობთ, დავაწესოთ სანქციები მათ მიმართ, რომლებიც იყენებენ ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოში, ამ დროისთვის არ გვაქვს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 156

ჩვენ ვცდილობთ, დავაწესოთ სანქციები მთავრობის იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა მოსალოდნელი კონკრეტული ზომების მიღება.

კალასის თქმით, ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ყველა წევრის მხარდაჭერა არ აქვთ.

„ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ვიპოვოთ ამ საკითხების მოგვარების სხვადასხვა გზა“, – განაცხადა კაია კალასმა.

ამასთან, გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის განცხადებით, „კონკრეტული ზომები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელშია“.

„ვიმედოვნებ, ნოემბერში მივიღებთ უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალ მექანიზმს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გადავდგათ გარკვეული შემდგომი ნაბიჯები. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათი მთავრობა მოქალაქეებს ეუბნება, რომ ისინი ევროკავშირში მიჰყავს. საქართველოს ძვირფასო მთავრობამ, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირში. თქვენ ხალხს ევროკავშირს აშორებთ. ევროკავშირის მიმართ სერიოზულად თუ ხართ განწყობილი, მაშინ მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და იმ ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ. ამის შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ“, – განაცხადა მარტა კოსმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე