კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე - ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო

კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე - ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 74

ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო. რეალურად აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში. მე უნდა ვაფასებდე [ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას? ] მე ვერაფერს ვუწუნებ, რა ვიცი. არც ვიცი, რა გითხრათ“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ამასთან, კითხვაზე, ახსენდება თუ არა ერთი ფაქტი, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოავლინა, კალაძე პასუხობს: „ვერ გეტყვით, არ დავინტერესებულვარ ამით. ჩემი საქმით ვარ დაკავებული, ჩემი საქმე მაინტერესებს, ეს არის პრიორიტეტი, რას გავაკეთებ ჩემი ქალაქისთვის და ქალაქელებისთვის“.

შეგახსენებთ, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურ

წყარო: IPN



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე