კახა კალაძე - ჩვენ არ ვიცით, თორემ ფიშერიც შიმშილობდა ჩუმად სახლში, ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე

კახა კალაძე - ჩვენ არ ვიცით, თორემ ფიშერიც შიმშილობდა ჩუმად სახლში, ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 54

ჩვენ არ ვიცით, თორემ ფიშერიც შიმშილობდა ჩუმად სახლში, - ამ რეპლიკით უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას იმასთან დაკავშირებით, „თუ როგორ აფასებს გერმანიის ელჩის დუმილს ახლა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გედევან ფოფხაძის განცხადებაზე, მაშინ, როდესაც დიპლომატმა ფოფხაძე შიმშილობისას მოინახულა“.

კახა კალაძემ გერმანიის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქე რადიკალი და სიძულვილის წამხალისებელი უწოდა.

„რა განცხადებას ელით გერმანიის ელჩისგან? - ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე. არის წამხალისებელი იმ ბოროტების, სიძულვილის, რომელსაც გარე ძალები აღვივებენ ქვეყანაში და არის ამ დაჯგუფების, ამ ექსტრემიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ეს ადამიანი ყველა წითელ ხაზს, ყველა დიპლომატიურ ჩარჩოს გასცდა მისი ქმედებებით, მისი განცხადებებით. რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, პირველ რიგში, მისთვის, ამ ტიპის ქმედებები, ამ ტიპის განცხადებები. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი!

ის პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ჭეშმარიტება, არანაირი სიმართლე არ არსებობს მის განცხადებებსა და ქმედებებში. გაწერილია კანონით თუ როგორ უნდა მოქმედებდეს დიპლომატი, საერთოდ ყველანაირი კანონებიდან ამოვარდნილია, ყველანაირ ჩარჩოებს მიღმა არის. გავიხსენოთ, თუნდაც საარჩევნო პერიოდი, არჩევნების დროს, როდესაც საპარლამენტო არჩევნების კამპანია მიმდინარეობდა. ეს ადამიანი თავისი განცხადებებით, თავისი ქმედებებით როგორ იქცეოდა. ეს წარმოუდგენელია - არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში, მსგავს ქმედებას სხვა ქვეყნის ელჩებს არ აპატიებენ და წარმოუდგენელია ასეთი ქმედებები, რასაც ეს ადამიანი აკეთებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე