კახა კალაძე დღეს დაგეგმილ აქციაზე - რა მოლოდინი უნდა მქონდეს, ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი თუ 30

კახა კალაძე დღეს დაგეგმილ აქციაზე - რა მოლოდინი უნდა მქონდეს, ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი თუ 30

33 წუთის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა RSS
პოსტი ნახა: 57

რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30...- ვიღაც უმცირესობაშია და უნდა ძალით რაღაცები გადაალაგოს, არ გამოვა. არსებობს კონსტიტუცია და კანონი, ვინც წავა წინააღმდეგ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქცია-მსვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი დღეს უმცირესობაში არიან.

„რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი უმცირესობაში არიან. ეს არის მოცემულობა. ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე უთხრა არა, თვითმმართველობის არჩევნებზეც უთხრა არა. ეს არის მოცემულობა და ვიღაც უმცირესობაშია და უნდა ძალით რაღაცები გადაალაგოს, არ გამოვა. არსებობს კონსტიტუცია და კანონი, ვინც წავა წინააღმდეგ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირებ“,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს, დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორი მსვლელობაა დაგეგმილი. კერძოდ, 19:00 საათზე, მოქალაქეები თსუ-ის პირველი კორპუსიდან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველი შენობიდან დაიწყებენ მსვლელობას. 20:00 საათიდან მოქალაქეები შეიკრიბებიან პარლამენტთან.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე