კახა კალაძე - დღეს დამტკიცებული თბილისის ბიუჯეტი ისტორიულად ძალიან მაღალი თანხაა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელი იყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დედაქალაქისთვის და აქ მცხოვრები ხალხისთვის

კახა კალაძე - დღეს დამტკიცებული თბილისის ბიუჯეტი ისტორიულად ძალიან მაღალი თანხაა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელი იყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დედაქალაქისთვის და აქ მცხოვრები ხალხისთვის

13 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება

დღეს დამტკიცდა 2025 წლის თბილისის ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია და ისტორიულად ძალიან მაღალი თანხაა, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელი იყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დედაქალაქისთვის, განვახორციელოთ ის პროექტები, რაც საჭიროა ამ ქალაქისთვის და აქ მცხოვრები ხალხისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი პროექტები ისევ ინფრასტრუქტურული მიმართულებით იქნება.

კალაძის განმარტებით, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს.

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი პროექტები ისევ ინფრასტრუქტურული მიმართულება იქნება. არსებობს ამ მიმართულებით გამოწვევები და რა თქმა უნდა, საჭიროა კონკრეტული პასუხები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს. ჩვენ გვაქვს ბევრი პროგრამა, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მხარში დავუდგეთ და დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ საჭიროებს თანადგომას. ყველას დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით, ვინც დახმარებას საჭიროებს. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით და რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და განვითარება ისე უნდა მოვახდინოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ისეთი ადამიანი ქვეყანაში, ვისაც დახმარება დასჭირდება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კითხვა იყო რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, იგეგმება ამ გამზირის რეაბილიტაცია და განახლება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ასევე იგეგმება სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვა გარდამავალი პროექტები და რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას”, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას, კალაძემ განმარტა, რომ პირველი რაც გაკეთდება არის საგზაო ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით.

“შემდეგი ეტაპი იქნება შენობა-ნაგებობების განახლება, რეაბილიტაცია, ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა პირველი ეტაპი მხოლოდ და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება, თავისი გამწვანებული თარგებით, მიწისქვეშა კომუნიკაციებით”, - განაცხადა კალაძემ.

პოსტი ნახა: 120


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!