კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ინტერესების გამო შედგეს ერთობა

კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ინტერესების გამო შედგეს ერთობა

04-02-2025 18:03
კატეგორიები: პოლიტიკა

პრეზიდენტმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, რა სირთულეები გამოვიარეთ, თუმცა აღნიშნული სირთულეები ჯერ კიდევ არსებობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში დღევანდელი გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა.

„ხედავთ, თუ როგორი შემოტევები მიმდინარეობს, როგორი უსამართლო დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ და ამის მთავარი მიზეზებიც საზოგადოებამ იცის, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ბევრი რამე გამოჩნდა და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. კერძოდ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში – რატომ ჰქონდათ ამხელა ინტერესი საქართველოსთან მიმართებით; ის, რაზეც პირდაპირ ვამბობდით, რომ ქვეყნის ჩართვა უნდოდათ ომში, მეორე ფრონტის გახსნა, ამისკენ მოწოდებებიც კეთდებოდა. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა „დიფ სთეითთან“ ბრძოლის მნიშვნელობაზე.

„როდესაც ვნახეთ ტრამპის არჩევა, პირველი, რაზეც მან ისაუბრა, იყო „დიფ სთეითის“ დამარცხება. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ღირსეულად ემსახურებაქვეყანას და მადლობას იმსახურებს.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყნის ინტერესების გამო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოვახერხოთ გაერთიანება, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა და პოლიტიკური შეხედულებისა. ის, რომ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ რადიკალიზმი და ფაშიზმი კატეგორიულად მიუღებელია და ის ერთად უნდა დავამარცხოთ“ , – განაცხადა კახა კალაძემ.

პოსტი ნახა: 163


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!