კახა კალაძე - ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, კანონის წინააღმდეგ ნაბიჯები გადამედგას

კახა კალაძე - ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, კანონის წინააღმდეგ ნაბიჯები გადამედგას

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 431

როგორც კალაძემ აღნიშნა, მედია ვერ მოახერხებს მისი წარსული ცხოვრება წაშალოს.

„მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკურად ვერ მამარცხებთ, იმიტომ, რომ მაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, პატივისცემა და სიყვარული. ჩემ წინააღმდეგ კამპანიები გაქვთ გაჩაღებული. ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს ან კანონის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯები გადამედგას. მე ვარ შემდგარი ადამიანი. ცდილობთ, რომ ჩემი წარსული ცხოვრება წაშალოთ, მაგრამ ვერ მოახერხებთ ამას. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი მაღალანაზღაურებადი, მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი და დღეს ვარ შემდგარი ადამიანი, დამოუკიდებელი ადამიანი. რა კომპრომატზე მესაუბრებით? თქვენ საუბრობთ თქვენი გადმოსახედიდან. იმიტომ ხართ ამ მდგომარეობაში, იმიტომ ხართ გაფარჩაკებულები, გაუბედურებულები, ვერ აკეთებთ ანალიზს რა გჭირთ, რატომ ხართ ამ მდგომარეობაში. რაღაც რომ გეშლება ადამიანს, ჯანსაღი ადამიანი, მოაზროვნე ადამიანი ანალიზს აკეთებს, რა შეეშალა, რომ შემდეგ გამოასწოროს და იგივე შეცდომა არ დაუშვას. თქვენ სხვებს აბრალებთ. ქართველი ხალხის ბრალია ყველაფერი რა მდგომარეობაშიც თქვენ ხართ.

არ მაინტერესებს რას საუბრობდით ირაკლი ღარიბაშვილზე. თქვენი ყველა სიუჟეტი, განცხადება, დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე. რამდენჯერ გამხილეთ ტყუილში, სიცრუეში“, - მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე