კახა კუკავა აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის ბანკი თავისივე მაჟორიტარ დეპუტატს ბინიდან ასახლებს

კახა კუკავა აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის ბანკი თავისივე მაჟორიტარ დეპუტატს ბინიდან ასახლებს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 100

„თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატის, კახა კუკავას განცხადებით, მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკი“ საცხოვრებელი სახლიდან თავისივე მაჟორიტარ დეპუტატს ასახლებს.

ამის შესახებ კუკავამ „ძლიერი საქართველოსთვის – ლელოს“ მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს მიმართა საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას.

„თიბისი ბანკი“ ახლაც აგრძელებს ხალხის გამოსახლებას. მინდა, გითხრათ, რომ ახლა, ამ წუთებში „თიბისი ბანკი“ მოითხოვს, გამოსახლდეს საცხოვრებელი სახლიდან თქვენივე მაჟორიტარი ზუგდიდის 32-ე საარჩევნო ოლქში. ხაზარაძის ბანკი ასახლებს საკუთარ მაჟორიტარს, თუ გინდა, გვარს და სახელს დაგისახელებ“,- მიმართა კუკავამ კუპრაძეს.

ირაკლი კუპრაძემ კახა კუკავას აღნიშნულ განცხადებას ანეკდოტი უწოდა.

„საინტერესო ანეკდოტი იყო კახას მხრიდან, თუმცა, იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემებია ხოლმე საზოგადოებაში, ყურადღებით მოვეკიდები და კახასთან ერთად ამ საკითხს მოვიკვლევ, არ ავუვლი გვერდს, თუმცა ჟღერს, როგორც კარგი ანეკდოტი“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე