კანადა მკაცრად გმობს ირანში მომიტინგეების მკვლელობების გაგრძელებას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყება ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, რეპრესიები შეწყვიტოს და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 18

კანადა მკაცრად გმობს ირანში მომიტინგეების მკვლელობების გაგრძელებას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, რეპრესიები შეწყვიტოს და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.

„ირანის რეჟიმმა საშინელი რეპრესიები და დაშინება უნდა შეწყვიტოს და პატივი სცეს საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებებს. კანადა მამაცი ირანელი ხალხის გვერდით დგას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. მსხვერპლის შესახებ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. უფლებადამცველი ჯგუფის - „ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტები ირანში“ - ინფორმაციით, არეულობის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის 490 მომიტინგე და უსაფრთხოების სამსახურის 48 თანამშრომელი. ამასთან, საპროტესტო აქციების დროს 10 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე