„დღეს ჩვენ ვაცხადებთ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი დოლარის დამატებით ეკონომიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსების ხელმისაწვდომობას უკრაინის აღდგენის პროცესის დასაწყებად“, - განაცხადა კარნიმ.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მარკ კარნის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ და მარკ კარნიმ ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარი გამართეს.