კანონდამრღვევი ფინანსთა სამინისტრო! საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა კვლავ დაარღვიეს კანონი - მათ არ მოგვაწოდეს საჯარო ინფორმაცია კანონით განსაზღვრულ ვადებში! მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტისა და ტელეკომპანია "თრიალეთის" მოთხოვნები იყო, როგორც ოფიციალურად წარდგენილი, ასევე საჯაროდ გამოქვეყნებული, ფინანსთა სამინისტრომ პასუხის გაცემა არ ისურვა. როგორც არაერთხელ უკვე მომხდარა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, კვლავ უგულებელყო კანონით დაკისრებული ვალდებულება!

18-04-2026 13:14
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 1472
კანონდამრღვევი ფინანსთა სამინისტრო!
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა კვლავ დაარღვიეს კანონი - მათ არ მოგვაწოდეს საჯარო ინფორმაცია კანონით განსაზღვრულ ვადებში!
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტისა და ტელეკომპანია "თრიალეთის" მოთხოვნები იყო, როგორც ოფიციალურად წარდგენილი, ასევე საჯაროდ გამოქვეყნებული, ფინანსთა სამინისტრომ პასუხის გაცემა არ ისურვა.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ, დაეცვათ კანონი და დროულად მოეწოდებინათ მოთხოვნილი ინფორმაცია - თუმცა უშედეგოდ.
როგორც არაერთხელ უკვე მომხდარა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, კვლავ უგულებელყო კანონით დაკისრებული ვალდებულება!
როდესაც მაღალი თანამდებობის პირი საჯაროდ და განმეორებით არღვევს კანონს - ეს ნიშნავს, რომ ის დარწმუნებულია:
🔴 პასუხისმგებლობას არავინ მოსთხოვს!
და როდის ხდება ასე?
👉 მაშინ, როცა კანონდარღვევა ხდება ზემდგომი ხელისუფლების მხარდაჭერით - როცა არსებობს გარანტია, რომ უკანონო ქმედებებს დაფარავენ.
📍 როდესაც:
• ხელისუფლება ებრძვის თავისუფალ მედიას და მოქმედებს შერჩევითად;
• ფინანსთა სამინისტრო არღვევს კანონს - და პასუხს არავინ სთხოვს;
• სასამართლო ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობას;
• სახალხო დამცველისგან პასუხს თვეებია ვერ ვიღებთ -
👉 ჩნდება მთავარი კითხვა:
მაშ, რა უნდა ვქნათ ჩვენ?
რა გზას მივმართოთ?
სად ვიპოვოთ სამართალი ამ უსამართლო ქვეყანაში?

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.მ. და ამავე წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კ.პ. დააკავეს. ხოლო დანაშაულში მონაწილე 2001 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
„ამ წუთებში, ვინც „თრიალეთში“ მუშაობას აგრძელებს, ეს არ არის მხოლოდ პროფესიული საქმიანობა; ჩათვალეთ, რომ თითოეული თქვენთაგანი საქართველოს იცავთ ამ მაფიოზური რეჟიმისგან.“-კახა კუკავა

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე